ბათუმის თეატრის დასი ნუკრი ქანთარიას გადადგომას მოითხოვს


ავტორი
Front News საქართველო
ბათუმის დრამატული თეატრის დასი თეატრის დირექტორის ნუკრი ქანთარიას გადადგომას მოითხოვს.
მსახიობები დღეს მას დაუპირისპირდნენ და სთხოვდნენ, რომ თეატრიდან წასულიყო.
დაპირისპირების მიზეზი კი ამავე თეატრის მსახიობისა და რეჟისორის ოთარ ქათამაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის არგამოცხადება გახდა.
მსახიობების განცხადებით, თეატრის დირექტორმა არც გარდაცვლილის ოჯახს და არც თეატრალურ დასს სამძიმარი არ გამოუცხადა.
"ბატონი ნუკრი ქანთარია არ ჩამოვიდა არც სამძიმარზე, არც დაკრძალვის დღეს და დღეს, როცა იყო დასის შეკრება, ადამიანმა სიტყვა ისე დაიწყო, რომ არც მოუბოდიშებია დასისთვის, არც უხსენებია ოთარ ქათამაძე და დაიწყო საუბარი გასტროლებზე.
მას არანაირი უფლება არ აქვს, იყოს ჩვენი თეატრის გუნდის წევრი. მე მგონი, თავმოყვარე ადამიანმა ახლა განცხადება უნდა დაწეროს და დატოვოს თეატრი", - განაცხადა მსახიობმა მეგი კობალაძემ.
თავად ნუკრი ქანთარია კი აცხადებს, რომ ისეთ ადგილას იმყოფებოდა, ჩამოსვლას ვერ ახერხებდა.
მსახიობი და რეჟისორი ოთარ ქათამაძე რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
თაგები:
ბათუმის თეატრი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს