ბათუმში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა - დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, საცხოვრებელი სახლების ეზოები, სარდაფები და პირველი სართულები


ავტორი
Front News საქართველო
ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად პრობლემები შეიქმნა, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სანიაღვრე და ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდა, – ამის შესახებ ბათუმის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.
"დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, საცხოვრებელი სახლების ეზოები, სარდაფები და პირველი სართულები.
"ბათუმის წყლის” და „აჭარის წყლის ალიანსის” სპეცტექნიკის გამოყენებით დაწყებულია ამოტუმბვითი სამუშაოები.
შეფერხებები დაფიქსირდა მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.
ქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება უმეტეს ნაწილში აღდგენილია. ამ ეტაპზე ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 70 აბონენტი და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
მდინარეებზე სიმღვრივის დონის მომატების გამო წყალმომარაგება შეიზღუდა რამდენიმე ლოკაციაზე, კერძოდ ბენზე, ბარცხანა, ორთაბათუმი, გოროდოკსა და წინსვლაში, ასევე, ფაღავასა და მაქაცარიას ქუჩებზე. მობილიზებულია და მუშაობს ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
ბათუმი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს