ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარისა და მიგრაციის დეპარტამენტის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1987 წელს დაბადებული უ.ი. ბათუმში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთში ჩადენილი სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.





