Logo

ბათუმში მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია იმართება

საზოგადოება
288
Frontnews image description

ბათუმში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები “ბათუმელების” რედაქციასთან მივიდნენ, სადაც მზია ამაღლობელის კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადეს და მადლობა გადაუხადეს.

როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, “6 აგვისტოს მზიას და რეჟიმის ტყვეების თავისუფლებისთვის ბრძოლა არ მთავრდება”.

შეკრებილებმა მსვლელობით საკონსტიტუციო სასამართლოსთან გადაინაცვლეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე მზია ამაღლობელმა საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა და განაცხადა, რომ რა განაჩენიც არ უნდა გამოიტანოს სასამართლომ, ის თავს მაინც გამარჯვებულად თვლის.

განაჩენი 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოცხადდება.

Advertisement