Logo

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

სამართალი
192
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის 2 მოქალაქე: 1999 წელს დაბადებული ი.პ. და 1990 წელს დაბადებული მ.რ., ხოლო მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1983 წელს დაბადებული ბ.დ. ბათუმში სხვადასხვა დროს დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" და "გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღო. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოების და კულტივირებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 17 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები