Logo

ბათუმში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

სამართალი
38
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის  პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1988 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე მ.ს. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით  დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, მასთან  არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს  - 1991 წელს დაბადებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს  ქ.ი.- ს დანის გამოყენებით გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა.

დაჭრილი მამაკაცი  შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.

პოლიციამ მ.ს. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა  დანაშაულის ჩადენის იარაღი -  დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 16-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები