
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 2000 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ბ.ა. ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მიმდინარე წლის 14 იანვარს, ბათუმში, სუპერმარკეტების ქსელის ერთ-ერთ ფილიალს თავს დაესხა. დანის დემონსტრირებით მოლარე-ოპერატორს ფული გასტაცა და მიმალვას შეეცადა, თუმცა პოლიციამ ის შემთხვევის ადგილზევე შეაჩერა და ბრალდებულის სახით დააკავა.
სამართალდამცველებმა ყაჩაღობის გზით დაუფლებული ფული და დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს