ბათუმში საპროტესტო აქცია იმართება


ავტორი
Front News საქართველო
ბათუმის ცენტრალურ პარკში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
8 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, აქტივისტები, აქციების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ დღევანდელი აქციით კიდევ ერთხელ ეუბნებიან არას 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს.
შეკრებილები ასევე "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის და საპროტესტო აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
"მთავარი ამბავი ამ ევროპული მარშის არის ის, რომ ერთადერთი გამოსავალი, რომ ამ ქვეყანაში ნორმალურად ვიცხოვროთ, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად არის ის, რომ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები და არა ის რუსული სპეცოპერაცია, რომელსაც ივანიშვილი უახლოეს პერიოდში გვიმზადებს", - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გიორგი კირთაძე.
აქციის მონაწილეები ცენტრალური პარკიდან "ბათუმელების" რედაქციისკენ მსვლელობით გადაინაცვლებენ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს