Logo

ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლეს

სამართალი
146
Frontnews image description

ბათუმში 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს.

მამაკაცს ე.წ. ბონის დასახლებაში, ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე რამდენჯერმე ესროლეს. დაჭრილი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები