
ავტორი
Front News საქართველო
ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ანბანის კოშკთან გამართულ "ზაფხულის ფესტივალის" ღონისძიებებს ოჯახთან ერთად დაესწრო.
ღონისძიებებს ასევე ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, ქალაქ ბათუმის მერი, აჭარის მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივებს და სტუმრებს საზაფხულო სეზონის გახსნა მიულოცა და საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა.
საფესტივალო სივრცე წელსაც ანბანის კოშკის მიმდებარედ მოეწყო. ტერიტორია საზაფხულო-საზღვაო დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმდა. გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სადაც 150-მდე მეწარმემ თავისი პროდუქცია წარმოადგინა. ფუნქციონირებს 10-ზე მეტი ლაუნჯი და კაფე-ბარი. მოწყობილია საბავშვო სივრცეები, სადაც ბავშვების განწყობაზე ანიმატორები ზრუნავენ. სტუმრებს ორი დღის განმავლობაში ექნებათ საშუალება გაერთონ, დაისვენონ და მრავალფეროვან მუსიკალურ შოუებს დაესწრონ.
ფესტივალი საზეიმო კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც ადგილობრივმა და მოწვეულმა ბენდებმა მიიღეს მონაწილეობა.
თაგები:
ზაფხულის ფესტივალი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს