ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე წყალტუბოში კულტურული და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა


ავტორი
Front News საქართველო
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე წყალტუბოში კულტურული და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა.
საბავშვო ბაღების მოსწავლეთა მონაწილეობით სპორტის სასახლეში მხიარული სტარტები ჩატარდა. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ გუნდებს თასები და სიგელები გადაეცათ.
ცენტრალურ პარკში ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრისა“ და „ინკლუზიური ცენტრის“ აღსაზრდელთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. გაიმართა ანიმატორების წარმოდგენა.
პატარებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ ზღაპრის გმირებს და ჩართულიყვნენ მრავალფეროვან გასართობ პროგრამაში.
ბავშვებმა ასევე, ასფალტზე ცარცით ხატვის აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა და სახატავი მასალებით დასაჩუქრდნენ.
ღონისძიება ორგანიზებული იყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ.
კულტურულ და სპორტულ აქტივობებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თაგები:
წყალტუბო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს