ბექა ლილუაშვილი - აუცილებლად შევუერთდებით მერობის ნეიტრალური კანდიდატების შესახებ განხილვას


ავტორი
Front News საქართველო
არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია პირველივე დღიდან ცნობილია. აუცილებლად შევუერთდებით მერობის ნეიტრალური კანდიდატების შესახებ განხილვას, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, შემდეგი მიზანი ნეიტრალური კანდიდატების შერჩევაა.
“ჩვენ არჩევნებში მონაწილეობა-არ მონაწილეობაზე მსჯელობის ეტაპი უკვე გავლილი გვაქვს. მონაწილეობასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია პირველივე დღიდან ცნობილია. თუ პარტიები შეძლებენ შეთანხმებას არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ჩვენ გაგვიხარდება, ეს იქნება სწორი, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება.
ჩვენ აუცილებლად შევუერთდებით მერობის ნეიტრალური კანდიდატების შესახებ განხილვას. დღეს ჩვენი შემდეგი მიზანი ნეიტრალური კანდიდატების შერჩევაა”, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
თაგები:
ბექა ლილუაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა