Logo

ბექა ვაჭარაძე - მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის

რეგიონები
253
Frontnews image description

ფოთში, 16 ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პროექტი ქალაქის სხვადასხვა უბანს მოიცავს და მისი განხორციელება 4 თვეში დასრულდება.

მიმდინარე სამუშაოები ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავამ დაათვალიერეს.

"ჩვენი მიზანია, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ქალაქის მასშტაბით სრულად მოვაწესრიგოთ საგზაო ინფრასტრუქტურა.

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები.

საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სხვა მასშტაბურ პროექტებთან ერთად, რომლებსაც საქართველოს მთავრობის სრული მხარდაჭერით ვახორციელებთ“, - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები