ბექა ვაჭარაძე - საამაყოა, რომ 35 წლის შემდეგ, ჩვენს ქალაქს კრივში ახალი ევროპის ჩემპიონი ჰყავს

ავტორი
Front News საქართველო
ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ფოთელ სპორტსმენს აკაკი ბასარიას ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა.
ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 19 წლამდე მოკრივეთა შორის ფოთელი სპორტსმენი აკაკი ბასარია ევროპის ჩემპიონი გახდა.
"აკაკი ბასარიამ ფოთისთვის კიდევ ერთი ისტორია დაწერა. საამაყოა, რომ 35 წლის შემდეგ, ჩვენს ქალაქს კრივში ახალი ევროპის ჩემპიონი ჰყავს.ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, აკაკის, მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული ფულადი პრიზის გარდა, მომავალი წლიდან ყოველთვიური პრემია დაენიშნება.
ჩვენ გავაგრძელებთ სპორტის ყველა მიმართულების აქტიურ მხარდაჭერას, რათა ფოთელმა სპორტსმენებმა კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები მოიპოვონ საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა ვაჭარაძემ.
თაგები:
ბექა ვაჭარაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


