Logo

ბექა ვაჭარაძემ რაგბის გუნდი "ფოთის“ შემადგენლობას სეზონის წარმატებული ასპარეზობა მიულოცა

რეგიონები
116
Frontnews image description

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე რაგბის გუნდი "ფოთის“ წევრებს შეხვდა და მათ სეზონის განმავლობაში მიღწეული წარმატება მიულოცა.

"10-მატჩიანი წაუგებელი სერია, მნიშვნელოვანი გამარჯვებები და მიზნისთვის ბოლომდე ბრძოლა - ჩვენმა მორაგბეებმა სეზონი ღირსეულად დაასრულეს. გუნდმა ჩემპიონატში მესამე ადგილი მოიპოვა და „დიდ 10“-ში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო.

ჩვენი მიზანი უცვლელია - შევინარჩუნოთ სტაბილური განვითარება შესაბამისი პირობების შექმნით, დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქის წარმატებული მორაგბეები და ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა, დაიმკვიდრონ ადგილი დიდ გუნდში“, - განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.

ფოთელმა მორაგბეებმა პირველად ითამაშეს „დიდ 10“-ში გადასასვლელ პლეი-ოფის ნახევარფინალურ ეტაპზე და სეზონი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები