“ბელარუს 1”-ის ინფორმაციით, დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც უკრაინაში საომრად წასვლას აპირებდა


ავტორი
Front News საქართველო
ბელარუსში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ბელარუსის სამთავრობო არხ “ბელარუს 1”-ის მტკიცებით, 36 წლის გიორგი ზირაქაშვილი საომრად ბელარუსის გავლით უკრაინაში გადადიოდა და ეს მარშრუტი საქართველოში უკრაინის საელჩომ შესთავაზა.
როგორც სიუჟეტშია აღნიშნული, 36 წლის ზირაქაშვილი პოლონეთში ცხოვრობდა და ტაქსის მძღოლად მუშაობდა, თუმცა შემდეგ წესების დარღვევის გამო ევროკავშირში შესვლა აეკრძალა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი გადაწყვიტა, უკრაინაში წასულიყო და “ქართულ ლეგიონში” გაწევრიანებულიყო.
მედია ამტკიცებს, რომ უკრაინის საელჩომ ზირაქაშვილს ურჩია, უკრაინაში ბელარუსის, პოლონეთის ან მოლდოვის გავლით წასულიყო.
“ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი აცხადებს, რომ ამ ადამიანის შესახებ ლეგიონში ინფორმაცია არავის აქვს და მას რომ “ქართული ლეგიონისთვის” მიემართა, აუხსნიდნენ, რომ არავითარ შემთხვევაში ბელარუსიდან არ უნდა წასულიყო.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს