ბელარუსის სასამართლომ ოპოზიციონერ მარია კოლესნიკოვას 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა


ავტორი
Front News საქართველო
ბელარუსის სასამართლომ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს მარია კოლესნიკოვას თავისუფლების 11 წლით აღკვეთა მიუსაჯა.
2020 წლის 16 სექტემბერს, ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრს მარია კოლესნიკოვას ხელისუფლების ხელში ჩაგდების ან კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი გზით შეცვლის შესახებ საჯარო მოწოდებებისთვის ბრალი წაუყენა.
ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრები მარია კოლესნიკოვა და მაქსიმ ზნაკი 2020 წლის 9 სექტემბერს დააპატიმრეს.
სასამართლომ მაქსიმ ზნაკს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
აღნიშნული ბრალდებისთვის ბელარუსში მაქსიმალური სასჯელი თავისუფლების 12 წლით აღკვეთაა.
თაგები:
ბელარუსი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს