Logo

ბელარუსის ციხიდან გათავისუფლებული 31 მოქალაქე უკრაინაში დაბრუნდა

უკრაინა
133
Frontnews image description

დღეს, 22 ნოემბერს, უკრაინამ ბელორუსიიდან 31 მშვიდობიანი მოქალაქე დააბრუნა, რომლებსაც თავისუფლების 2-დან 11 წლამდე აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი, - ინფორმაციას სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.

"დღეს უკრაინასა და ბელარუსს შორის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბრუნების შესახებ შეხვედრა გაიმართა. წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, ბელორუსის რესპუბლიკაში დაკავებული 31 მოქალაქე უკრაინაში დააბრუნეს“, - განაცხადა საკოორდინაციო შტაბმა.

დღეს გათავისუფლებული ყველაზე ახალგაზრდა უკრაინელი 18 წლისაა, ხოლო ყველაზე უფროსი - 58 წლის. გათავისუფლებულ მშვიდობიან მოქალაქეებს შორის არიან მძიმე სენით, მათ შორის კიბოთი დაავადებულები.

„მადლიერებას ვუცხადებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბელორუსიიდან და რუსეთის ფედერაციიდან უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედრო მოსამსახურეების დაბრუნების ნაყოფიერი ძალისხმევისთვის“, - აღნიშნულია შტაბის განცხადებაში.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყველა გათავისუფლებული უკრაინელი მიიღებს აუცილებელ სამედიცინო მომსახურებას და რეაბილიტაციას.

ალექსანდრ ლუკაშენკომ უკრაინის 31 მოქალაქე შეიწყალა.

Advertisement