ბელგოროდში აფეთქებებს ხანძარი მოჰყვა


ავტორი
Front News საქართველო
ბელგოროდში (რუსეთის ფედერაცია) 2 სექტემბერს, გამთენიისას, აფეთქებების სერია გაისმა, რასაც ხანძარი და ნგრევა მოჰყვა.
რუსი ოფიციალური პირის თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალები მუშაობდნენ როგორც ბელგოროდში, ასევე რეგიონში.
“ქალაქ ბელგოროდში მოხდა პირდაპირი დარტყმა ერთ სოციალურ და ერთ კომერციულ დაწესებულებაში, დაიწვა ავტომობილი“, – განაცხადა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა.
მისივე თქმით, სოფელ დუბოვოში “ცეცხლი 2 სახლსა და 4 მანქანას გაუჩნდა“, ადგილზე კი სასწრაფო დახმარებისა და მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ.
რუსული მხარე დაბომბვაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. რუსული მედია წერს, რომ დაზარალებულ ობიექტებს შორის არის საბავშვო ბაღი ქალაქ ბელგოროდში.
თაგები:
ბელგოროდი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს