
ავტორი
Front News საქართველო
“ხაბეიშვილის თავის მოჭრას აპირებს მისივე პარტიის ნახევარი. იმდენად შეაძულა თავი თავის პარტიის წევრებს, რომ არა მხოლოდ ხაბეიშვილის გადადგომას, არამედ საერთოდ პოსტის გაუქმებას ითხოვენ, უთავოდ სიარული ურჩევნიათ ხაბეიშვილის თავით სიარულს”, – პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ პარტიის დატოვების საკითხს გამოეხმაურა.
“მე მესმის ამ პარტიის წევრების, რასაც დასთეს, იმას მოიმკი. მთელს საქართველოს უწინასწარმეტყველებდნენ და ხატავდნენ აპოკალიფსურ სცენებს და თავად მიიღეს რეალური აპოკალიფსი საკუთარ პარტიაში“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ბათუმის შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პარტია ზუგდიდშიც დატოვეს. პარტიას ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის 14 წევრი გამოეყო. ამის მიზეზად ისინი არაფორმალურ და ერთპიროვნულ მმართველობას ასახელებენ.
თაგები:
ბექა ოდიშარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს