
ავტორი
Front News საქართველო
მილიონ ორასი ათასი ადამიანი სწორედ იმიტომ უჭერდა სალომე ზურაბიშვილს მხარს, რომ, არ მოსულიყო ისეთი პრეზიდენტი, რომელიც კაციჭამიებს შეიწყალებდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
“მეც, მათ შორის, ჩემი პარტიის ლიდერებთან ერთად უდიდესი ამაგი მაქვს მისი კამპანიისას და ამას, რა თქმა უნდა, არა დაყვედრებით ვიძახი, არამედ გვსურდა, რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი, ზეპარტიული, პრინციპული პრეზიდენტი.
ახლაც მისი უფლებაა შეხვდეს გინდა ნიკანორ მელიას და გინდა ხაბეიშვილთან გამართოს ბილატერალური მოლაპარაკებები, მაგრამ საბოლოო ჯამში, ის საზოგადოება, ის მილიონზე მეტი ადამიანი, რომელიც იყო მისი მხარდამჭერი და მეტსაც გეტყვით, მილიონ ორასი ათასი ადამიანი იყო, სწორედ იმიტომ უჭერდნენ სალომე ზურაბიშვილს მხარს და ამას მე გულშემატკივრობით ვიძახი, რომ არ მოსულიყო ემანდ ისეთი პრეზიდენტი, რომელიც სწორედ შეიწყალებდა მეგის ქარდავადან დაწყებული სხვა კაციჭამიებით დამთავრებული“, – განაცხადა ოდიშარიამ.
თაგები:
ბექა ოდიშარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს