
ავტორი
Front News საქართველო
სამწუხაროა, რომ დანიის სამეფო და მისი დიპლომატიური წარმომადგენლობა, თუ სხვა ინსტიტუციები საქართველოში აფინანსებენ არა დემოკრატიის ფესტივალს, არამედ “დემოკრატიულ” ჰელოუინს. ამის თქმის უფლებას მაძლევს იქ გამოფენილი ბანერები და არსებული ანტურაჟი. თქვენ ნახეთ როგორი მხარდაჭერილიც იყო ეს ე.წ. ფესტივალი, იდგნენ მარგინალები და ერთმანეთის პავილიონებში გადადი-გადმოდიოდნენ,- ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ „დემოკრატიის ფესტივალზე“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიება საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში უხეში ჩარევაა და მას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
“ასეთი „პოლიტიკური სეირნობების“ მოწყობის დაფინანსება თუ სურთ ზოგიერთ ინსტიტუციებს, რაც საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში უხეში ჩარევაა, მაშინ უნდა იცოდნენ კიდეც, რომ ჩვენ მათ არ ვაღიარებთ, როგორც სამართლიან და მიუკერძოებელ მსაჯულებს არჩევნების შემდგომ და ამის ყველანაირი მორალური და სამართლებრივი უფლებაც გვექნება“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
თაგები:
ბექა ოდიშარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს