ბექა ვაჭარაძე – მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ სპორტსმენს იმ სიამაყისა და სიხარულისთვის, რასაც თავიანთი გამარჯვებებით გვჩუქნიან

ავტორი
Front News საქართველო
ფოთში 2024 წლის წარმატებული სპორტსმენების და მწვრთნელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
ქალაქის წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მიენიჭა ჯაბა თურქიას, რომელიც გახდა ჭიდაობა სამბოში პირველი მსოფლიო ჩემპიონი და მიაღწია ისტორიულ წარმატებას.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ჯაბას გადაეცა ფულადი პრიზი 10 000 ლარის ოდენობით. ასევე, ჯაბა თურქიას მიღწეული წარმატებისთვის ფულადი ჯილდო გადასცა კერძო სექტორმაც.
წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა კონსტანტინე ხუბუტია, 2024 წელს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე სპორტის სახეობა ჭიდაობა სამბოში მიღწეული წარმატებისთვის.
წლის საუკეთესო სპორტსმენი და მწვრთნელი საქართველოს პარლამენტის წევრმა ფოთის, ხობის და სენაკის დელეგატმა გიორგი ხახუბიამ და ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ დააჯილდოვეს.
“მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ სპორტსმენს იმ სიამაყისა და სიხარულისთვის, რასაც თავიანთი გამარჯვებებით გვჩუქნიან.
მიმდინარე წელი სპორტის ყველა სახეობისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო. სასიხარულოა, რომ წელს, წინა წლებთან შედარებით, სპორტში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და 1200-დან 2000-მდე გაიზარდა.
ჩვენ მომავალ წელსაც გავაგრძელებთ სპორტსმენებისა და სპორტის ყველა მიმართულების მხარდაჭერასა და თანადგომას, რათა ფოთელმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო დიდი წარმატებები მოიპოვონ”, – განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
აღნიშნული ღონისძიება ემსახურება ფოთელ სპორტსმენთა მიღწევების წარმოჩენასა და ქალაქის საზოგადოებისთვის მათ წარდგენას.
თაგები:
ბექა ვაჭარაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


