ბერბოკი – გერმანია უკრაინისთვის Leopard 2-ის ტანკების გადაცემის წინააღმდეგი არ არის


ავტორი
Front News საქართველო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის განცხადებით, გერმანია არ არის წინააღმდეგი, რომ პოლონეთმა უკრაინას Leopard 2-ის ტანკები გადასცეს.
“ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტანკები და ამიტომაც განვიხილავთ ამას ახლა ჩვენს პარტნიორებთან.
უნდა დავრწმუნდეთ, რომ ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენთ და უკრაინის ტერიტორია გათავისუფლდება”, – განაცხადა ბერბოკმა.
პოლონეთმა მანამდე განაცხადა, რომ მზად არის, უკრაინას 14 ერთეული “ლეოპარდის“ ტანკი მიაწოდოს, მაგრამ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ასევე აღნიშნა, რომ ბერლინისგან “მკაფიო განცხადებას“ ელოდება.
თაგები:
ანალენა ბერბოკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს