Logo

ბესარიონ ალავიძე - აუცილებლად შეეცდებიან ჩემს ლიკვიდაციას, ვიდრე ხელისუფლებაში არიან და ძალაუფლება მათ ხელშია

პოლიტიკა
129
Frontnews image description

აუცილებლად შეეცდებიან იგივე დაჯგუფების წევრები და მათი ლიდერი ჩემს ლიკვიდაციას, ვიდრე ხელისუფლებაში არიან და ძალაუფლება მათ ხელშია! - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე სოციალურ ქსელში წერს.

"ჩემი პირდაპირი საჯარო ჩვენების შემდეგ ნებისმიერი გონიერი ადამიანი, მით უფრო საშუალო დონის იურისტი გამოიტანს დასკვნას, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს და სასამართლოს არსებობის პირობებში დადგება ძალიან ბევრი ადამიანის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ერთი პირდაპირი მოწმე, სოსო გოგაშვილი მათ გამომწყვდეული ჰყავთ. მეორე ხელიდან გაუსხლტათ, სხვა მოწმეებზე ზემოქმედება დაიწყო!

ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ აუცილებლად შეეცდებიან იგივე დაჯგუფების წევრები და მათი ლიდერი ჩემს ლიკვიდაციას, ვიდრე ხელისუფლებაში არიან და ძალაუფლება მათ ხელშია!

სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ჩემს წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენა ჩემი ოჯახის ძალიან ახლობელი ადამიანები (მომიგზავნეს პირდაპირი მნიშვნელობით), ამიტომ გადავწყვიტე მაქსიმალურად შევამცირო კომუნიკაცია ნაცნობებთან და ახლობლებთან მათივე უსაფრთხოების მიზნით (მომიტევეთ).

ბატონო ბიძინა! მე თქვენი და თქვენი ხელმოცარული ჯალათების არასდროს შემშინებია, უბრალოდ ცოტა ხანს მინდა სიცოცხლე, ჩემ სამშობლოს რომ ვემსახურო!" - წერს ალავიძე.

Advertisement