Logo

ბესიკ დონაძე - გვჭირდება ზუსტი ინფორმაცია, ვინ არის ქურდი, რომელმაც ჩემი ნაშრომი მოიპარა და რა რაოდენობით მოიპარა

პოლიტიკა
296
Frontnews image description

მე ვიშრომე, მოვაგროვე ფული და ამ დროს სახელმწიფო უწყებაში ზის ადამიანი, ვინც ამას იპარავს. ხომ სახელებით და გვარებით უნდა ვიცოდეთ, ვინ იპარავს ჩვენს ფულს?!, - ამის შესახებ კორუფციის მკვლევარმა ბესიკ დონაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ინტერესია, რომ საზოგადოებას ინფორმაცია ფრაგმენტულად მიეწოდოს.

"ქართული ოცნების" ინტერესია, რომ საზოგადოებას ინფორმაცია ფრაგმენტულად მიეწოდოს - ნახევრად სიმართლეები, ნახევრად ბრძოლა კორუფციასთან. სუსი საუბრობს ბრიფინგზე, მაგრამ რეალურად, არაფერს ამბობენ. თქვეს, რომ დააკავეს, მაგრამ ვინ, რაზე და რა ბრალდებით, ამას არ ამბობენ. 

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს გვჭირდება ზუსტი ინფორმაცია, ვინ გვპარავს ფულს ბიუჯეტიდან, ვინ არის ქურდი, რომელმაც ჩემი ნაშრომი მოიპარა და რა რაოდენობით მოიპარა. მე ვიშრომე, მოვაგროვე და ამ დროს სახელმწიფო უწყებაში ზის ადამიანი, ვინც ამას იპარავს. ეს ხომ სახელებით და გვარებით უნდა ვიცოდეთ, ვინ იპარავს ჩვენს ფულს?! ვინ მოიყვანა ეს ადამიანები, რისი ხელმძღვანელები არიან და ვინ არის პასუხისმგებელი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას არ იძლევიან და ეს არ არის ნახევრად ინფორმირებულობა საქართველოს მოქალაქეების და უპატივცემულობა", - განაცხადა ბესიკ დონაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ინფორმაციით, ბოლო დღე-ნახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად 13 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 29 პირი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები