ბესიკ დონაძე - ხმალაძეს ბევრ კითხვებზე აქვს პასუხი გასაცემი მის გამდიდრებასთან დაკავშირებით

ავტორი
Front News საქართველო
ხმალაძეს ბევრ კითხვებზე აქვს პასუხი გასაცემი მის გამდიდრებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ კორუფციის მკვლევარმა ბესიკ დონაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი ხმალაძესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები იყო კორუფციული მიმართულებით.
"ირაკლი ხმალაძესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები იყო კორუფციული მიმართულებით, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანი თანამდებობაზე დანიშვნიდან ძალიან მცირე დროში, როგორც "ქართულ ოცნებას" სჩვევია, გამდიდრდა. ფაქტობრივად, მან მილიონ დოლარად ღირებული სახლი შეიძინა, იმიტომ, რომ ეს მის დეკლარაციაში არის ასახული და ვიცე-მერის ხელფასით მილიონდოლარიან სახლს ასე ვერ ყიდულობ.
ხმალაძეს ბევრ კითხვებზე აქვს პასუხი გასაცემი მის გამდიდრებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ნებართვებს, ამ მიმართულებითაც იყო გარკვეული კითხვები და ეჭვები, მაგრამ, სამწუხაროდ, "ქართული ოცნებიდან" პასუხები ვერ მოვისმინეთ", - განაცხადა ბესიკ დონაძემ.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ თანამდებობა დატოვა.
თაგები:
ბესიკ დონაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


