Logo

ბესიკ დონაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა დაინტერესდეს, როგორ აპირებს ეს ადამიანი იმპორტ-ექსპორტს

პოლიტიკა
145
Frontnews image description

საერთაშორისო სკანდალია ეს და არა უბრალოდ ერთ კონკრეტულ რომელიმე პროდუქტზე სანქციების თავის არიდება, - ამის შესახებ კორუფციის მკვლევარმა ბესიკ დონაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა დაინტერესდეს გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც ოკუპირებული დონეცკიდან საქართველოში ქვანახშირის შემოტანას უკავშირდება.

"დონეცკი არის ოკუპირებული, საქართველოს აღიარებული აქვს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და შესაბამისად, ამ ქმედებებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა დაინტერესდეს, როგორ აპირებს ეს ადამიანი იმპორტ-ექსპორტს - გინდა საქონლის გატანას და გინდა შემოტანას.

ძალიან მარტივი კითხვებია - საბაჟოზე ექსპორტის, ან იმპორტის დროს როგორ აპირებს საბაჟო პროცედურებს. უფრო დიდი პრობლემაა ეს, საერთაშორისო სკანდალია ეს და არა უბრალოდ ერთ კონკრეტულ რომელიმე პროდუქტზე სანქციების თავის არიდება", - განაცხადა ბესიკ დონაძემ.

რუსული მედიის გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული დონეცკიდან საქართველოში ქვანახშირის შემოტანა იგეგმება. სააგენტოების ცნობით, ე.წ. დონეცკის რესპუბლიკამ საქართველოსთან ქვანახშირისა და ლითონის ექსპორტზე შეთანხმებას მიაღწია. არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენი ვალერიანე ქოჩიაშვილი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს დაჰპირდა, რომ დონეცკიდან საქართველოში ქვანახშირისა და ლითონის შემოტანას უზრუნველყოფს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები