ბესიკ ლაგვილავა – ჩანს, გაიმარჯვა… გახარიამ! თითქმის ყველა დიდ ქალაქში მეორე ტურია და გახარიას მხარდაჭერის გარეშე გამარჯვებაც წარმოუდგენელია

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი ბესიკ ლაგვილავა თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს ეხმაურება.
ყოფილი პარლამენტარის შეფასებით, დიდ ქალაქებში მეორე ტურები გიორგი გახარიას ფაქტორმა განაპირობა და გამარჯვებაც მისი მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია.
“ჩანს, გაიმარჯვა… გახარიამ!
თითქმის ყველა დიდ ქალაქში მეორე ტურია და გახარიას მხარდაჭერის გარეშე გამარჯვებაც წარმოუდგენელია.
სწორედ მისმა ფაქტორმა განაპირობა მეორე ტურები საქართველოს დიდ ქალაქებში.
ახლა გამოჩნდება ვინ წაიღებს უფრო ადრე უკან თავის სიტყვას – “ქართული ოცნება”, რომელიც ნარკომანს და გეის ეძახდა მას თუ “ნაციონალური მოძრაობა, რომელიც “ივანიშვილის პროექტს”, ადრე კი თვალთხარიას არქმევდა გახარიას და მისი გადადგომის მოთხოვნით მიტინგებს აწყობდა…
გახარიას აქვს შანსი, პოლიტიკური ვაჭრობის პროცესში, გამოიყენოს მისი კოზირი თუ ჯოკერი სერიოზული ეროვნული მასშტაბის პოლიტიკური პარტიის შესაქმნელად!
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პატივცემული ზუგდიდელი შემეკამათა, გაამართლა ჩემმა პროგნოზმა ზუგდიდთან დაკავშირებით. მე ვამბობდი, რომ მელია ცნობადი და დამსახურებული ადამიანია და მას ნაკლად ვერანაირად ჩაუთვლი შვილის მხარდაჭერას! პირიქით! თან მას ჰქონდა დამსახურება ზუგდიდის წინაშე – ის ზუგდიდელია და ზუგდიდში მის კლინიკაში და თბილისშიც უამრავი ზუგდიდელისთვის უმკურნალია.
რა თქმა უნდა, ნაცმოძრაობის მხარდამჭერთა მობილიზაციას ხელი შეუწყო სააკაშვილის ჩამოსვლამ, თუმცა, მთავარი მაინც გახარიას ფაქტორი აღმოჩნდა! მან ალესილი ხანჯალი გამოუსვა ყელში “ქართულ ოცნებას” და მის აშკარად არაადექვატურ ლიდერებს კობახიძის ხელმძღვანელობით
ვფიქრობ, ჯანსაღ პროცესთან გვაქვს საქმე, რადგან ხელისუფლებას მოუწევს თანამშრომლობის შეჩვევა ოპოზიციურ ადგილობრივ თვითმმართველობებთან და იქნებ დაიძრას კიდეც თვითმმართველობის რეფორმა საქართველოში!
ასევე ჩანს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალია, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა “ქართული ოცნება” 43%-ს…
თუკი გვინდა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი რბილად განვითარდეს, ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში მიღებულ უნდა იქნას სამართლებრივ- პოლიტიკური გადაწყვეტილება სააკაშვილის მიმართ იმ სასამართლო პროცესების ხელახლა დაწყება-განახლების შესახებ, რომელთა განაჩენითაც მას მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა და ახლა რუსთავის ციხის ტუსაღია. მოტივი – ახალი გარემოებები! ახლა ბრალდებულს თავად შეუძლია უპასუხოს სასამართლოს კითხვებს და დაიცვას თავი…
მოკლედ, საქართველოში დემოკრატიის შობის პროცესი სამწუხაროდ, მტკივნეულად და ხშირად მშობიარის საზარელი კივილის ქვეშ, მაგრამ ჩავთვალოთ მაინც მიმდინარეობს და თუმც კი სამწუხაროდ, არც შედეგია გარანტირებული, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო იქნება ცენტრალური ხელისუფლებისა და ოპოზიციური ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობის გამოცდილების შეძენა. ჩავთვალოთ, რომ ეს დადებითი მოვლენაა იმ უამრავი უარყოფითის ფონზე, რომელშიც გვიწევს ცხოვრება…
რთული პერიოდის გავლა მოგვიწევს! გაძლებას გისურვებთ ქართველებო!”, – წერს ბესიკ ლაგვილავა სოციალურ ქსელში.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3D3947201745381232%26id%3D100002743374253&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”239″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
გიორგი გახარია
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


