“ბევრჯერ ვიდექი თქვენ გვერდით და გარეთ რომ ვიყო აუცილებლად მანდ ვიქნებოდი”


ავტორი
Front News საქართველო
გოგი წულაია პენიტენციური დაწესებულების კლინიკიდან წერილს აქვეყნებს, სადაც პოლიტპატიმრების თემას ეხმაურება და ნიკა მელიასა და გიორგი რურუას სოლიდარობას უცხადებს.
"მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, მხარდამჭერებო და კეთილმოსურვეებო, ამ ეტაპზე თავს ვგრძნობ ნორმალურად, ვარ ისევ საავადმყოფოში და ვარ 10 მაისის მოლოდინში, მაგრამ ამ წერილს არა საკუთარი ამბის მოსაყოლად, არამედ სოლიდარობის ნიშნად ვწერ.
პირველ რიგში, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ნიკა მელიას, რომლის სასამართლო პროცესი პოლიტიკური ზეწოლით მიმდინარეობს, ასევე ნიკასთან ერთად მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო გიორგი რურუას და მინდა ვუსურვო თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს", – აღნიშნულია წერილში.
ამასთან, პოლიტიკოსი ნამოხვანში განვითარებული მოვლენების შესახებაც საუბრობს და რიონის ხეობის მცველებს მხარდაჭერას უცხადებს.
"შეშფოთებული ვარ ნამახვანჰესის გარშემო განვითარებულ მოვლენეზე. ხეობის ოკუპაციას და მიწა-წყლის გაყიდვას ქართველი ხალხი არ დაუშვებს. მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო "რიონის ხეობის მცველებს" და ყველა იმ ადამიანს, ვინც ქვეყნის დასაცავად დგას. ბევრჯერ ვიდექი თქვენ გვერდით, როგორც ერთი რიგითი პატრიოტი და გარეთ რომ ვიყო აუცილებლად მანდ ვიქნებოდი, მეც თქვენ გვერდით ვარ. შორიდან, მაგრამ გულით გიჭერთ მხარს, გაუძელით!! სამართალი აუცილებლად იზეიმებს. პატივისცემით თქვენი გოგი წულაია", – აღნიშნულია წერილში.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს