Logo

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ

Frontnews image description

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ.

როგორც ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების განცხადებაშია აღნიშნული, უდიდესი ისტორიული პასუხისმგებლობაა, ემსახურო ეკლესიას და ქვეყანას იმ დროს, როდესაც საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება სულიერი სიმტკიცე, ერთიანობა და მშვიდობა.

„თქვენო უწმინდესობავ,

გულითადად გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას.

დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო და ამავდროულად საპასუხისმგებლო მისია, რომ უხელმძღვანელოთ ჩვენს დედა ეკლესიას და იყოთ თითოეული მართლმადიდებელი ქართველის, ერის და ბერის სულიერი მამა.

თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი ისტორიული პასუხისმგებლობაა, ემსახურო ეკლესიას და ქვეყანას იმ დროს, როდესაც საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება სულიერი სიმტკიცე, ერთიანობა და მშვიდობა.

ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დიდია იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ აგრძელებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის გზას, რომელმაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში, რთულ და ქარტეხილებით აღსავსე პერიოდში, ჩვენი ხალხი და ქვეყანა ღირსეულად ატარა.

გვწამს, რომ თქვენი მოღვაწეობა სიმშვიდის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საფუძვლად იქცევა და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას და ფასეულობებს, რომლებზეც ჩვენი ეროვნული იდენტობა დგას.

გისურვებთ ჯანმრთელობას, ძალას და სულიერ სიმტკიცეს.

ღმერთმა დალოცოს თქვენი უწმინდესობა და სრულიად საქართველო“, – აღნიშნულია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების განცხადებაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები