ბიძინა გიორგობიანი - ტრამპმა თავიდან თითქოს დაიწყო გარკვეული ქმედებები "დიპ სტეიტის" წინააღმდეგ, მაგრამ ვხედავთ, რომ ამ სიტყვების უკან არაფერი დგას

ავტორი
Front News საქართველო
ვხედავთ, რომ ის პოლიტიკური, სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც აქამდე საქართველოს საგარეო პოლიტიკაში მოიაზრებოდნენ, არიან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის ქვეშ, მე ვგულისხმობ ევროკავშირს და პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატებს, - ამის შესახებ "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში "ღამის კურიერი" განაცხადა.
მისი თქმით, ტრამპის სიტყვების უკან, რომ ის "დიპ სტეიტს" ებრძვის, არაფერი დგას და პირიქით, აშშ-ის პრეზიდენტი, წინამორბედის მსგავსად, სწორედ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დავალებებს ასრულებს.
"მართალია, დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მან თითქოს თავიდან დაიწყო გარკვეული ქმედებები "დიპ სტეიტის" წინააღმდეგ - ამ სიტყვების ქვეშ იგულისხმება სწორედ ის არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა - მაგრამ, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ სიტყვების უკან არაფერი არ დგას და ის ასრულებს მათ დაკვეთას და მიდის მათი საქმიანობის გზით, როგორც წინა ადმინისტრაციის რეჟიმში იყო.
სიტყვიერად ამბობს, [რომ ებრძვის "დიპ სტეიტს"], ამბობს, მაგრამ, მარტო ჩვენი მაგალითით თუნდაც, თქვენ ნახეთ, რომ 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა არც ევროკავშირის რომელიმე სტრუქტურამ, არც აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციამ ან სახელმწიფო მდივანმა არც დაგმო, არც გამოეხმაურა პირდაპირ შტურმს პრეზიდენტის რეზიდენციაზე. ასეთივე შტურმი ჩვენ ვნახეთ თეთრი სახლის შემთხვევაშიც, მაშინ მთელი ამბავი იყო, იქ ბევრი ხალხი იყო დაპატიმრებული და ა.შ.
იმის თქმა მინდა, რომ დღეს არსებული სურათი, განსაკუთრებით ევროკავშირში, ჩვენ გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ყოფილი სტრატეგიული პარტნიორების არჩევანში საქართველომ დაუშვა შეცდომა თავის დროზე", - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.
თაგები:
ბიძინა გიორგობიანი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


