“ბიძინა ივანიშვილმა ამ ქვეყნის გრძელვადიანი, ადამიანზე და მის უფლებებზე ორიენტირებული დემოკრატიული განვითარება უზრუნველყო”

ავტორი
Front News საქართველო
"შეურაცხმყოფელია ორ ადამიანს შორის ტოლობის ნიშნის დასმა, სადაც ერთ მხარეს განაჩენით დადასტურებული კრიმინალია და მეორე მხარეს კაცი, რომელმაც ამ კრიმინალის მიერ შექმნილი ძალადობრივი სისტემა დაასრულა და ამ ქვეყანაში დემოკრატია უზრუნველყო“ – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადების კომენტირებისას, რომლის თანახმად, მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთონ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი.
მამუკა მდინარაძის თქმით, სააკაშვილმა შექმნა ძალადობაზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც თავს იწონებდა ფასადური, კოსმეტიკური შენებით და სინამდვილეში ყველას დაამახსოვრა თავი ადამიანის ღირსების განადგურებით, სისასტიკით და ბოროტებით.
"მიხეილ სააკაშვილმა შექმნა ძალადობაზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც თავს იწონებდა ფასადური, კოსმეტიკური შენებით და სინამდვილეში ყველას დაამახსოვრა თავი ადამიანის ღირსების განადგურებით, სისასტიკით და ბოროტებით. ბიძინა ივანიშვილმა ეს სისტემა წარსულს ჩააბარა და ამ ქვეყნის გრძელვადიანი, ადამიანზე და მის უფლებებზე ორიენტირებული დემოკრატიული განვითარება უზრუნველყო. ამავე დროს, სააკაშვილი მაინც ბედავს პოლიტიკოსად პოზიციონირებდეს. ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლიტიკიდან დისტანცირებულია და საუბარიც კი მიუღებელია მათ წარმოჩენაზე მხარეებად რამე სახის პროცესში“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


