Bild – რუსეთი, აშშ და გერმანია ნავალნის რუს აგენტზე გაცვლის საკითხს განიხილავდნენ


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთი ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის აგენტ ვადიმ კრასიკოვზე გაცვლას გეგმავდა, – ამის შესახებ Bild წერს.
გამოცემის ცნობით, ნავალნის გარდაცვალებისთანავე გაჩნდა ვარაუდი, რომ ოპოზიციონერის გაცვლა უახლოეს მომავალში იყო შესაძლებელი.
Bild-ის ცნობით, გაცვლითი მოლაპარაკებები რეალურად შედგა. მათ ესწრებოდნენ რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია. რუს დიქტატორს სურდა აგენტი ვადიმ კრასიკოვი დაებრუნებინა, რომელიც გერმანიის ციხეში ზის.
რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის რუსულ ციხეში გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 16 თებერვალს გავრცელდა.
47 წლის ნავალნის სიკვდილის მიზეზად რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ თრომბი დაასახელა. ოფიციალურ მიზეზად კი “უეცარი სიკვდილის სინდრომი” დასახელდა, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში ასეთი დიაგნოზი არ არსებობს. მსოფლიო ლიდერები ოპოზიციონერის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას პირადად პუტინს აკისრებენ.
თაგები:
ალექსეი ნავალნი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს