ბიზნესები, რომლებიც “საქართველოს ბანკის” ბიზნესანგარიშს 31 დეკემბრამდე გახსნიან, სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ბანკი მომხმარებლის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების შექმნას აგრძელებს. ის ბიზნესები, რომლებიც ბიზნესანგარიშს 31 დეკემბრამდე გახსნიან, საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ.
შეთავაზების ფარგლებში, 31 დეკემბრის ჩათვლით გახსნილ ბიზნესანგარიშზე ბიზნესები 3 თვის განმავლობაში, საქართველოს ბანკის სტანდარტული ან ჭკვიანი ტერმინალით ფიქსირებული საკომისიოს გარეშე ისარგებლებენ. გარდა ამისა, მიიღებენ შესაძლებლობას, 29 თებერვლის ჩათვლით, ლარის გამავალ ოპერაციებზე გადახდილი საკომისიო ქეშბექის სახით ყოველთვიურად დაიბრუნონ. (მაქსიმუმ 500 ლარის ოდენობით).
ბიზნესანგარიშის ციფრულად გახსნის შემთხვევაში კი, მომხმარებლები საჩუქრად მიიღებენ და 6 თვის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ ბიზნეს პაკეტის ისეთი პროდუქტებით, როგორიცაა: ბიზნეს ინტერნეტბანკი, ბიზნეს მობილბანკი, SMS ბანკი, შეტყობინების სერვისები და სხვა.
“ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა მომხმარებლებს ის შეთავაზებები მივაწოდოთ, რაც მათ ბიზნეს საჭიროებებსა და მოთხოვნებს პასუხობს. ამჯერად, ბანკი იმ ბიზნეს მომხმარებლებს, რომლებიც 31 დეკემბრამდე გახსნიან ბიზნეს ანგარიშს საქართველოს ბანკში, სხვადასხვა ბენეფიტს სთავაზობს. მათ ექნებათ შესაძლებლობა 3 თვის განმავლობაში ყოველგვარი საკომისიოს გარეშე ისარგებლონ საქართველოს ბანკის ტერმინალით და ამავდროულად მიიღონ ყოველთვიური ქეშბექი, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს უკან დაბრუნებული თანხა კვლავ საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმარონ. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ჩვენს ბიზნეს მომხმარებლებს ისეთი პროდუქტი თუ სერვისი შევთავაზოთ, რაც მათ საკუთარი ბიზნესს ზრდასა და განვითარებაში დაეხმარება“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.
შეთავაზებით სარგებლობისთვის ეწვიეთ ბმულს
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


