Logo

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

სამართალი
5 საათის წინ / 15:18
171
Frontnews image description

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულ სანდრო წივწივაძეს აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, წივწივაძეზე იყო წარსულში გაფორმებული ის იარაღი, რომლითაც ჯანგველაძე მოკლეს, შემდეგ კი მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა.

ადვოკატის თქმით, წივწივაძე კოლექციონერია და 2019 წელს სახლიდან იარაღი დაკარგა, რის თაობაზეც პოლიციაშიც ჰქონდა გაცხადებული. 

წივწივაძე  2025 წლის 24 მაისს დააკავეს და მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღება) სამი ეპიზოდი წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების ექვსიდან ცხრა წლამდე  აღკვეთას ითვალისწინებს.

თაგები:

პატიმრობა
Advertisement