ბლინკენი – კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები ჯერჯერობით შეუძლებელია


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ამჟამად შეუძლებელია, იმიტომ, რომ მოსკოვი ჯერ არ არის მზად კონსტრუქციული დიალოგისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გერმანულ მედიასთან განაცხადა.
“ზოგისთვის ცეცხლის შეწყვეტის იდეა შეიძლება მაცდური იყოს და მე ეს მესმის, მაგრამ თუ ეს ნიშნავს რუსეთის მიერ უკრაინის მნიშვნელოვანი ტერიტორიების მიტაცების რეალურ რატიფიცირებას, მაშინ ეს არ იქნება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა”, – განაცხადა ბლინკენმა.
მისი თქმით, ახლა რუსეთის ფედერაციას შეუძლია გამოიყენოს მოლაპარაკებები მხოლოდ ჯარების გადაჯგუფებისთვის და გარკვეული პერიოდის შემდეგ ხელახლა შეტევა დაიწყოს.
“რუსეთი უნდა მივიდეს იქამდე, რომ მზად იყოს კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის. მიზანი უნდა იყოს სამართლიანი და მტკიცე მშვიდობა”, – განაცხადა ბლინკენმა.
თაგები:
ენტონი ბლინკენი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს