Logo

ბლინკენი – პუტინი ვერასოდეს შეძლებს უკრაინის დაპყრობას და კიევის ხელში ჩაგდებას

უკრაინა
788
Frontnews image description

პუტინი ვერასოდეს შეძლებს უკრაინის დაპყრობას და კიევი არასოდეს აღმოჩნდება რუსეთის ხელში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში ვაშინგტონში კიევის “დაცემის” შესაძლებლობას უშვებდნენ, თუმცა აშშ ახლა დარწმუნებულია, რომ ეს არ მოხდება.

 

“უკრაინელი ხალხის წარმოუდგენელი წინააღმდეგობის წყალობით, ისევე როგორც შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების მიერ უკრაინის მხარდაჭერის წყალობით, პუტინის სურვილი დაიპყროს მთელი ქვეყანა, წაშალოს იგი მსოფლიო რუკიდან და აქციოს დიდი რუსეთის ნაწილად, არ ახდა და არც არასოდეს ახდება”, – განაცხადა ბლინკენმა.

Advertisement