ბლინკენი – პუტინმა უკრაინის გატეხვის მცდელობების სტრატეგია შეცვალა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწევს


ავტორი
Front News საქართველო
პუტინი ცდილობს უკრაინელების გატეხვას ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით, მაგრამ არ გამოუვა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი “ტვიტერზე” წერს.
“პრეზიდენტმა პუტინმა მიიღო სახლებისა და ინფრასტრუქტურის განადგურების ახალი სტრატეგია, რათა გატეხოს უკრაინის ხალხის ნება. მას არ გამოუვა. ჩვენ ვიქნებით ერთიანები უკრაინასთან იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება”, – განაცხადა ბლინკენმა.
რუსეთი აგრძელებს მასიურ თავდასხმებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ბოლო ასეთი თავდასხმა 5 დეკემბერს მოხდა. შემდეგ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის 70-ზე მეტი რაკეტიდან 60 ჩამოაგდეს.
თაგები:
ენტონი ბლინკენი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს