Logo

Bloomberg - ორბანი მზად არის, გახდეს პუტინისთვის "თაგვი", რომელიც "ლომს" ეხმარება

Frontnews image description

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის "მოსაგვარებლად" ყველა საჭირო დახმარება შესთავაზა, - ამის შესახებ Bloomberg წერს.

მისივე ცნობით, სატელეფონო საუბრისას ვიქტორ ორბანმა ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ მზად არის, ყველაფერი გააკეთოს მის დასახმარებლად.

"ჩვენმა მეგობრობამ იმდენად მაღალ დონეს მიაღწია, რომ შემიძლია ყველანაირად დაგეხმაროთ. მე თქვენს სამსახურში ვარ ნებისმიერ საკითხში, სადაც შემიძლია დახმარება“, - განუცხადა ორბანმა პუტინს.

ამ საკითხზე ხაზგასასმელად, ორბანმა გაიხსენა იგავი თაგვის მიერ ლომის გათავისუფლების შესახებ.

იგავი მოგვითხრობს თაგვის შესახებ, რომელიც ბადეში გაბმულ ლომს ათავისუფლებს მას შემდეგ, რაც ლომმა ადრე მღრღნელი შეიწყალა. "ბლუმბერგის“ ცნობით, ამის მოსმენის შემდეგ პუტინს გაეცინა.

2025 წლის 17 ოქტომბერს სატელეფონო საუბრის შინაარსი ახლა პირველად გავრცელდა.

როგორც გამოცემა წერს, სატელეფონო საუბრის დიდი ნაწილი ვიქტორ ორბანმა და ვლადიმერ პუტინმა როგორც ერთმანეთის, ასევე დონალდ ტრამპის მიმართ მადლიერების გამოხატვას დაუთმეს.

ამასთან, პუტინმა აღფრთოვანება გამოხატა უნგრეთის "დამოუკიდებელი და მოქნილი" პოზიციისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები