Logo

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე  ეროვნულ ასამბლეაში მონაწილეობდა

რეგიონები
114
Frontnews image description

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძემ, მერთან ზამურ ჭთანავასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა.) ეროვნული ასამბლეის მე-8 სხდომაში. ასამბლეის სხდომას ასევე ესწრებოდა საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ირაკლი ჯაფარიძე.

ასამბლეის დღის წესრიგის შესაბამისად, დელეგატებმა ასოციაციის პრეზიდენტად კვლავ კახი კალაძე აირჩიეს. სხდომაზე ასევე აირჩიეს აღმასრულებელი საბჭოსა და სარევიზიო კომისიის წევრები, დამტკიცდა ასოციაციის ახალი წესდება და განისაზღვრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარსადგენ დოკუმენტებზე ხელმომწერი პირები.

ეროვნული ასამბლეის სხდომაზე განხილულ იქნა ასოციაციის სტრატეგიული და სამართლებრივი საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების განვითარების, დეცენტრალიზაციის პროცესის მხარდაჭერისა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისთვის.

"ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების გაძლიერებისა და ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებისთვის. ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილებები ემსახურება ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებასა და უფრო ეფექტურ თანამშრომლობას ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა გიორგი სვანიძემ

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია 2004 წელს დაარსდა. ორგანიზაცია აერთიანებს საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტს და წარმოადგენს მათ ინტერესებს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ასოციაცია მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების განვითარების, დეცენტრალიზაციის პროცესის მხარდაჭერისა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით.

თაგები:

ბოლნისი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები