ბოლნისში ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ა.კ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე - 1994 წელს დაბადებულ ნ.ნ.-ს ფიზიკურად გაუსწორდა.
დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 4 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.





