ბოლნისში ორ მოზარდს მანქანა დაეჯახა, ძმები ადგილზე დაიღუპნენ
შემთხვევა
1028

ავტორი
Front News საქართველო
ბოლნისის სოფელ ბალახაურში გზის პირას ბოსტნეულით მოვაჭრე ორ ძმას გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
თვითმხილველების თქმით, არასრულწლოვნები ადგილზევე დაიღუპნენ.
მძღოლი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილში მყოფი სამი პირი დაშავდა.





