ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 55 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს ჯამში 15 683 პირი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 50 058 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 15 315 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 10 894 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 30.59%
თაგები:
კორონავირუსი




