“ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგს ყველა პარტნიორი აღნიშნავს და აღიარებს”

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თანამშრომლობის ინტენსივობა პარტნიორ ქვეყნებთან და ნატოსთან, განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი და ახალი ინიციატივები – ის ძირითადი თემები იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო ურთიერთობების კონტექსტში "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, წელს არსებული ტენდენცია შენარჩუნდება და პარტნიორებთან მუშაობის ინტენსივობა არ შენელდება.
„მეტიც, ამ ბოლო შედეგებს, რაც ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში მივაღწიეთ, ყველა პარტნიორი აღნიშნავს, აღიარებს. სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო დაჩქარდეს და კიდევ უფრო სწრაფად გადაიზარდოს უფრო რეალურ ნაბიჯებში“, – აღნიშნა მინისტრმა.
ნატო-საქართველოს თანამშრომლობის კუთხით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ალიანსში ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით 16 ინიციატივაა გათვალისწინებული, რომლის შესრულებაც ჩვენი ვალდებულებაა. მან აქვე დაამატა, რომ არებული ინიციატივებიდან ორი უკვე შესრულებულია, ხოლო დანარჩენების იმპლემენტაციის მიზნით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. მინისტრმა არსებითი პაკეტის განახლებისა და გადახედვის პროცესზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა: „ჩვენ თუ რომელიმე კონკრეტულ მიღწევაში გვაქვს შედეგი, ის მიღწევა შეიძლება ჩაიხუროს, ახალი ინიციატივა წარმოიშვას ან არ წარმოიშვას, ანუ ეს პაკეტის გადახედვის მუდმივი პროცესია. წელსაც მოხდება პაკეტის გადახედვა“.
ჯუანშერ ბურჭულაძემ არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების შესრულების შედეგზეც გაამახვილა ყურადღება და საზოგადოებისთვის განმარტა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების განხორციელების შედეგად თავდაცვის ძალებში მივიღებთ ინტელექტუალურად ახალ სახეს, ასევე შეიარაღების თვალსაზრისით, ასევე შესყიდვების მიმართულებით და ა.შ. პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე საუბრისას, მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო ურთიერთობა აშშ-სთან. როგორც მან განაცხადა, 2023 წელს აშშ-სთან კიდევ უფრო გაფართოვდება ჩვენი ურთიერთობა და ახალი, 5-წლიანი ერთობლივი ღონისძიება დაიგეგმება.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


