Logo

“ბოლტ-ფუდის” კურირებმა აქცია გამართეს

საზოგადოება
448
Frontnews image description

"ღირსეული შრომისთვის", "შეგვითანხმეთ ცვლილებები", "ნამენატი ხომ არ მოგდით"- ამ ლოზუნგებით "ბოლტ-ფუდის" კურირებმა აქცია გამართეს. ისინი დამსაქმებლის მხრიდან პირობების გაუარესებას აპროტესტებენ. 

მათი მოთხოვნებია: ტარიფის მომატება, შრომითი უფლებების გაუმჯობესება და ახალი კურიერების მიღების შეჩერება. 

"მოვითხოვთ გაიზარდოს ტარიფი, გადაიხედოს საბონუსე სისტემა და გახდეს მუშაობასთან შესაბამისი. წინა კვირასაც მივმართეთ ოფისს და გუშინაც, მაგრამ არც გვესაუბრებიან. გვეუბნებიაბ, არ ვართ იმ პოზიციაზე, რომ კომპანიამ განიხილოს ჩვენთან ეს მოთხოვნები. გუშინ ასევე დაიწყეს აქციაზე მყოფი კურიერების დაბლოკვა, სამსახურიდან გათავისუფლება და ახალი კადრების აყვანა. ანუ, პირდაპირ მიგვანიშნეს, რომ დაიწყება ჩვენი ჩანაცვლება"-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. 

"ბოლტის" კურიერებს  სოლიდარობას "ვოლტისა" და "გლოვოს" კურიერებიც უცხადებენ.

თაგები:

Advertisement