Logo

ბორელი – ეს არის ბირთვული უსაფრთხოების წესების სერიოზული და უპასუხისმგებლო დარღვევა

უკრაინა
990
Frontnews image description

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი  ზაპოროჟიეს დაბომბვასა და ატომური ელექტროსადგურის გარშემო არსებულ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

ბორელი ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წვდომას ითხოვს.

 

“ევროკავშირი გმობს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებებს. ეს არის ბირთვული უსაფრთხოების წესების სერიოზული და უპასუხისმგებლო დარღვევა და რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფის კიდევ ერთი მაგალითი. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უნდა ჰქონდეს წვდომა“, – წერს ჯოზეფ ბორელი „ტვიტერზე“.

Advertisement