ბორელი – ნატო არ შეიძლება დამოკიდებული იყოს აშშ-ის პრეზიდენტის ახირებაზე


ავტორი
Front News საქართველო
ნატო არ შეიძლება იყოს დამოკიდებული აშშ-ის პრეზიდენტის ახირებაზე და არ შეიძლება იყოს სამხედრო კავშირი, რომელიც არ ასრულებს მის ვალდებულებებს, – ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
დონალდ ტრამპის განცხადების – რომ შეერთებულმა შტატებმა რუსული პოტენციური შეჭრიდან შეიძლება არ დაიცვას ნატოს მოკავშირეები , რომლებიც არ ხარჯავენ საკმარის თანხებს საკუთარ თავდაცვაზე, ბორელმა აღნიშნა – “ნატო არ შეიძლება იყოს სამხედრო კავშირი არჩევანის მიხედვით… და დამოკიდებული პრეზიდენტის განწყობაზე”.
10 თებერვალს სამხრეთ კაროლინაში ჩატარებული პოლიტიკური მიტინგების დროს ტრამპმა განაცხადა, რომ ერთხელ მას ჰკითხა “დიდი ქვეყნის ერთ-ერთმა პრეზიდენტმა“ დაიცავს თუ არა აშშ მათ რუსული შეჭრისგან, თუკი ნატოში წვლილს არ შეიტანენ.
“მე ვუპასუხე: “არა, მე არ დაგიცავ”. რეალურად, მე მათ გავამხნევებდი, გაეკეთებინათ ის, რაც საჭიროა. თქვენ უნდა გადაიხადოთ გადასახადები“, – განაცხადა ტრამპმა.
თაგები:
ჯოზეფ ბორელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს