Logo

ბორელი – ოქტომბრის არჩევნები ევროკავშირში საქართველოს მომავლის ერთგულების ტესტი იქნება

პოლიტიკა
700
Frontnews image description

თუ კანონი ამოქმედდება, ეს გავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელი წერს.

 

“კანონი უცხოური გავლენის შესახებ არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. თუ კანონი ამოქმედდება, ეს გავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

 

ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის პასუხს და გადაწყვეტილებას ივნისში საგარეო საქმეთა საბჭოზე მივიღებთ.

 

ოქტომბრის არჩევნები საქართველოსთვის ევროკავშირში მისი მომავლის მიმართ ერთგულების ტესტი იქნება”, – წერს ბორელი სოციალურ ქსელში.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები