
ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არის რისკი და პოლარიზაციას კიდევ უფრო გაზრდის.
მისივე თქმით, ყველა ინსტიტუტი უნდა მუშაობდეს ერთად.
“პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არის რისკი, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და პოლარიზაციას გაზრდის. ყველა ინსტიტუტი უნდა მუშაობდეს ერთად და ძლიერად უჭერდეს მხარს ქვეყანას ევროპულ გზაზე. საქართველოს აქვს პოტენციალი, წარმატებული იყოს ამ პროცესში. თქვენ გაქვთ ძლიერი ადმინისტრაცია, თქვენ გყავთ ცოცხალი სამოქალაქო სექტორი და ამ ისტორიულ მომენტში წარმატებისთვის გჭირდებათ თანამშრომლობა“, – განაცხადა ბორელმა.
თაგები:
ჯოზეფ ბორელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს